• Ƀ/$

FACEBOOK 2020 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადადის

16 სექტემბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

განახლებადი ენერგიის ბუმში FACEBOOK-იც ებმება. კომპანიის განცხადებით 2020 წლისთვის ქსელი, მთელი თავისი ოფისებითა და დატაცენტრებით განახლებად ენერგიაზე გადავა.

FACEBOOK ერთადერთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის კაპიტალიზაციაც წლის დასაწყისიდან დღემდე შემცირდა. იანვარში როდესაც კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია ჯერ კიდევ აჭარბებდა $0.5 ტრლნ-ს ფეისბუქმა მისი რეკლამა აკრძალა, მალევე რეკლამები შეამცირა. მარტში Cambridge Analytica-ს სკანდალი აგორდა, რა დროსაც ცნობილი გახდა რომ 87 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაირღვა. სკანდალმა  FACEBOOK-ის კაპიტალიზაცია $95 მლრდ-ით შეამცირა. ცეუკერბერგს 4 საათის განმავლობაში სენატში დაკითხვაზე მოუწია ყოფნა. ვარდნამ კიდევ უფრო მასშტაბს -$140 მლრდ 25 ივლისს მიაღწია, რისი მიზეზიც ის ანგარიში გახდა, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი და მომხმარებელთა რაოდენობა დაგეგმილზე გაცილებით ნაკლებად იზრდებოდა.


FACEBOOK ცვლილებებს გეგმავს და ეს ცვლილებები მხოლოდ ინტერფეისის დიზაინში არ გამოიხატება. კომპანიის მმართველების მოსაზრებით ეკომეგობრული დამოკიდებულება 100%-იან განახლებად ენერგიაზე გადასვლასა და 2017 წელთან შედარებით სითბური აირების 75%-ით შემცირებას გულისხმობს.


FACEBOOK-ის მსგავსი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ენერგიის ხარჯის უმეტესი წილი დატაცენრებზე მოდის, რომლებიც მილიარდობით მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებენ და საკმაოდ დიდი ენერგია ესაჭიროებათ.


მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად FACEBOOK საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს, მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით (2.2 მილიარდი) ეს არც ისე ბევრია. 1 მომხმარებელზე მთელი წლის განმავლობაში გამოყოფილი CO უფრო ნაკლებია ვიდრე 1 ფინჯანი ჩაის ან ყავის მოსამზადების შემდეგ წარმოქმნილი ნახშირორჟანგი. ცხადია ამ მონაცემებში გათვალისწინებულია მხოლოდ დატა ცენტრები და დენის წყაროში ჩართული კომპიუტერები.


 


მსგავს თემაზე:


ევროკავშირი Facebook-ს მოგების ავტორებისთვის განაწილებას აიძულებს


Facebook-მა რუსეთიდან და ირანიდან მმართველი დეზინფორმატორი კომპანიები გამოავლინა


მსგავს თემაზე:

განახლებადი ენერგიის წილის ზრდის შედეგად, ბრიტანეთში ნახშირის გამოყენება შეჩერდა


ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


SAMSUNG-ის ოფისები განახლებად ენერგიაზე გადადის


R410 - ფრეონი, რომელიც ოზონის ფენას არ შლის



სხვა სიახლეები