• Ƀ/$

ევროკავშირი Facebook-ს მოგების ავტორებისთვის განაწილებას აიძულებს

12 სექტემბერი 18:01, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ევროპარლამენტმა ინტერნეტში საავტორო უფლებების შესახებ კანონი შეიძლება შეცვალოს, რითაც Google-ს, Facebook-სა და სხვა ინტერნეტგიგანტებს ევროპის შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ანაზღაურების გაზრდას აიძულებენ. 

შესაბამის ინიციატივას მხარი 438–მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი 226 დეპუტატი იყო, ხოლო 39–მა თავი შეიკავა.


შემდგომი ნაბიჯი ევროკომისია და ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანის პოზიციების შეჯერება იქნება, რათა შემდგომში შეიმუშავონ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.


ანალოგიური ინიციტივას ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტმა  მხარი არ დაუჭირა, რაც სხვა საიტზე გადასვლის შემთხვევაში მომხმარებლებისთვის, ან მფლობელებისთვის ანაზღაურების გადახდას ითვალისწინებდა.


ამჟამად მოწონებული შედარებით „რბილი“ მიდგომა, ითვალისწინებს იმას, რომ ონლაინ-პლატფორმებმა მფლობელებს, მაუწყებლებს და მხატვრებს შემოსავლის წილი უნდა გადაუხადონ, დარღვევის შემთხვევაში კი პასუხს აგებენ.


ონლაინ-პლატფორმებს, როგორებიც არის YouTube, GitHub- და Instagram- მოუწევთ ფილტრების დაყენება, რომ საავტორო უფლებით დაცული მასალების გადმოწერა შეიზღუდოს.


კონცეფციამ ინტერნეტში კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ, პროტესტის ნიშნად, იტალიის, ესპანეთის, ლატვიის, პოლონეთის და ესტონეთის Wikipedia-ს ვერსიებმა მუშაობა შეაჩერეს.


Wikipedia-ში განაცხადეს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება  ინტერნეტსივრცეში არსებულ თავისუფლებას მნიშნელოვნად შეზღუდავს.


 


მსგავს თემაზე:


ვაშინგტონის შტატმა Facebook-ისა და Google-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა


პლანეტის ყოველი მეხუთე მაცხოვრებელი Facebook-ის ყოველდღიური მომხმარებელია


სხვა სიახლეები