• Ƀ/$

Volvo-მ უკაბინო ელექტრული სატვირთო მანქანა წარმოადგინა

16 სექტემბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

შვედურმა ავტომშენებელმა კომპანიამ Volvo, რომელიც სატვირთოების წარმოებაში მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, ახალი ელექტრული მოდელი წარმოადგინა.

Volvo–ს ელექტრულ სატვირთოს სხვა მარკისა და მოდელების მანქანებისგან ის გამოარჩევს, რომ ის პირველია მსოფლიოში, რომელსაც კაბინა არ გააჩნია, ელექტოროენერგიით იმუხდება და აბსოლუტურად ავტონომიკურია გადაადგილების დროს.


ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.


მოდელი სახელად Volvo Vera ყველა სტანდარტულ მისაბმელთან არის ადაპტირებული მას 32 ტ ტვირთის გადატანა შეუძლია. მწარმოებელი ავტომობილის სიჩქარის შეზღუდვას გეგმავს, უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხის მისაღწევად.



კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამ მოდელის სატვირთოს გამოყენება ოპტიმალური იქნება მძიმე ტვირთების მოკლე მანძილებზე გადატანის საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად პორტებში, ლოგისტიკურ ცენტრებში.


კომპანიაში სიახლე ელექტრონული ვაჭრობის ელვისებურ ზრდას დაუკავშირეს, რომლის პარალელურად სულ უფრო მწვავდება სატვირთო ავტომობილების მძღოლების დეფიციტის პრობლემა. თუმცა, ახალი მიდელი ჯერ შემუშავების პროცესშია და მისი გაყიდვაში გაშვების თარიღი არ სახელდება.


სხვა სიახლეები