• Ƀ/$

APPLE-ის აპლიკაციები 40%-ით აჩქარდება

17 სექტემბერი 16:10, 2018 წელი | ტექნოლოგიები

APPLE-ის ნებისმიერ მოწყობილობაზე ახალი iOS 12-ით ყველა აპლიკაცია 40%-ით უფრო სწრაფად გაიხსნება/იმუშავებს, ვიდრე ეს წინა iOS-ზე იყო.

მომხმარებლები, რომლებიც თავიანთი iPhone 5S-ის დამარხვისთვის ემზადებოდნენ, ახალი საოპერაციო სისტემით შეძლებენ, თავიანთი მოწყობილობის მუშაობა გააუმჯობესონ.


APPLE-მა განახლებული ოპერაციული სისტემა მიმდინარე წლის 4 ივნისს წარადგინა. აქცენტი თავიდანვე დიზაინსა და სისწრაფეზე გაკეთდა. კომპანიამ Pixar-თან ერთად ასევე შექმნა საკუთარი ვირტუალური რეალობის პლატფორმაც.


ახალ ოპერაციულ სისტემაში გაუმჯობესებულია ხელოვნური დამხმარის Siri-ს ფუნქციებიც, გამარტივდა მისი მოხმარებაც.


გაზრდილია აპლიკაციების შესაძლებლობებიც. Ibooks aplikacia apple books-ით შეიცვალა. შეცვლილი და გაუმჯობესებულია ფოტოების დახარისხების, შეტყობინებების მიღებისა და უსაფრთხოების სისტემები.


ახალი ოპერაციული სისტემა ხელმისაწვდომი 17 სექტემბრიდან გახდება. ის თავსებადი იქნება iphone 5s-ისა და შემდგომი თაობის მოდელებისთვის.  


 


მსგავს თემაზე:


ახალი IPHONE XMAX $1100 ეღირება


APPLE მხოლოდ ბრენდი $182 მლრდ ღირს


Apple 200GB icloud მეხსიერებას 2 თვით უფასოს ხდის


ტრამპმა APPLE-ს წარმოების აშშ-ში დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა


სხვა სიახლეები