• Ƀ/$

BMW-მ ახალი თაობის ელექტრული ქროსოვერის Vision iNEXT კონცეფცია წარმოადგინა

19 სექტემბერი 07:58, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კომპანიამ BMW-მ ხანგრძლივი საუბრების შემდეგ წარმოადგინა კონცეპტუალური ავტომობილი Vision iNEXT, როგორც მომდევნო თაობის ელექტრომობილი.

სწორედ Vision iNEXT-ის საფუძველზე დაიწყებს კომპანია 2021 წელს ამ კლასის ელექტრომობილების წარმოებას.



მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ კონცეფციაა, BMW-ს წარმომადგენლები მოდელის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ელექტრომობილების სეგმენტში წარმატების მიღწევის უზრუნველსაყოფად.



BMW-ს ჯერ არ გაუსაჯაროებია ელექტრომობილის მახასიათებლები, თუმცა მანამდე აღნიშნავდნენ, რომ ქროსოვერს ერთი დამუხტვით 700 კმ-ის გავლა შეეძლება, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, თუნდაც 2021 წლისთვის, როდესაც ახალი ელექტრული მოდელი წარმოებაში ჩაეშვება.


სხვა სიახლეები