• Ƀ/$

იაპონიაში ონლაინბირჟიდან $60 მლნ-ის კრიპტოვალუტა მოიპარეს

20 სექტემბერი 09:41, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

იაპონიაში ონლაინბირჟიდან Tech Bureau Corp რამდენიმე ტიპის კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკოინი მოიპარეს. მთლიანობაში ზარალმა 6,7 მლრდ იენი (დაახლოებით $60 მლნ) შეადგინა, - წერს სააგენტო Kyodo.

სააგენტოს მონაცემებით, ონლაინბირჟა გასულ პარასკევს, 14 სექტემბერს გატეხეს. ამასთანავე, თვით ბირჟის წარმომადგენლებმა გატეხვის ფაქტი მხოლოდ 4 დღის შემდეგ შენიშნეს.


გავრცელებული ცნობით, დაუდგენელი ჰაკერები ბირჟას 2 საათის განმავლობაში უტევდნენ და დეპოზიტებზე დარიცხული თანხებიც წაიღეს.


მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიპტობირჟებზე თავდასხმებში რუსეთი ლიდერობს.


მსგავს თემაზე:

ჰაკერებმა 74 მილიონი დოლარის ბიტკოინი მოიპარეს



სხვა სიახლეები