• Ƀ/$

აშშ-ში გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაწყების დრო დაასახელეს

20 სექტემბერი 09:53, 2018 წელი | ეკონომიკა

ამერიკელმა მილიარდერმა, ცნობილი კომპანიის Bridgewater Associates დამფუძნებელმა რეი დალიომ მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა შეაფასა და დაასკვნა, რომ ახალი ფინანსური კრიზისი უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეიძლება დადგეს.

ამის შესახებ მილიარდერმა Business Insider-თან ინტერვიუში განაცხადა.


დალიოს თქმით, ეკონომიკური ციკლი რამდენიმე სტადიად იყოფა. თავდაპირველად ვალები წარმოებიდან და აქტივების ფასის ზრდიდან მიღებულ შემოსავლებთან ერთად იზრდება. შედეგად, ცენტრალური ბანკები ვალების ზრდის გამო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას იწყებენ.


ფინანსისტმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ საპროცენტო განაკვეთები თითქმის ნულამდე ეშვება და ეკონომიკა დეპრესიის ფაზაში შედის. ეს კი ცენტრალურ ბანკებს აქტივების გამოსყიდვასა და რაოდენობრივი შემსუბუქების პოლიტიკაზე გადასვლას აიძულებს.


„ვფიქრობ, პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 30-იან წლებს“, – თქვა დალიომ.


მილიარდერმა ისიც აღნიშნა, რომ ამ პირობებში კიდევ უფრო ფართოვდება მდიდრებსა და ღარიბებს შორის გამყოფი ხაზები – ეს, მისი აზრით, პოპულისტური რიტორიკის მოჭარბებას უწყობს ხელს.


მსგავს თემაზე:

The New York Times- თურქული ლირის კრიზისი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს


თურქეთის კრიზისის ექო – ცეცხლმოდებული ყალბი დოლარი ბაქოში და ლირის დევალვაციის საცეცები რეგიონში



სხვა სიახლეები