• Ƀ/$

თაღლითებისგან თავდაცვის საშუალებები ციფრულ მარკეტინგში

21 სექტემბერი 14:09, 2018 წელი | ტექნოლოგიები

უახლესი ტექნოლოგიების ათვისება-გამოყენებაში თაღლითები პირველობას არ თმობენ. გამონაკლისი არც ციფრული მარკეტინგია. მათგან თავის სრულად დაცვა არა, მაგრამ საფრთხეების მინიმიზაცია შესაძლებელია.

Distil Networks-ის (კომპანია, რომელიც ზრუნავს ქსელის, კომპიუტერული და მობილური მოწყობილობების უსაფრთხოებაზე) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი პირები ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში ჩადებული ყოველი 3 დოლარიდან ერთს ითვისებენ.


Trustworthy Accountability Group-ის (ზრუნავს ციფრული მარკეტინგის პოპულარიზაციისა და სანდოობის გაზრდაზე) პრეზიდენტის მაიკ ზანესის განცხადებით, დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით აუცილებელია ძალისხმევის გაორმაგება და მასში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ გაყიდვების ლიდერებმა, რომლებიც ნდობითა და პოპულარობით სარგებლობენ. ზანესი ჯგუფის სახელით ციფრული მარკეტინგის სფეროში მომუშავეებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც გაყიდვების სფეროში მომუშავე ყველა სხვა პირსაც გამოადგება.


1)     გარკვეული შაბლონური მონახაზის შექმნა


გაყიდვების გუნდს ერთად და გაყიდვების თითოეულ ოფიცერს ცალ-ცალკე უნდა ჰქონდეთ ფრინველის მხედველობა, რათა ჩანასახშივე დროულად შენიშნონ ნებისმიერი სახის პრობლემა. ასევე, დააკვირდნენ კონკურენტებს.


თუ გაყიდვების მენეჯერი ძალიან ბევრ კონკურენტ კომპანიას იცნობს, რომლებიც ჩართულები არიან ციფრული რეკლამის ინდუსტრიაში, მისთვის იოლდება სხვების შეცდომებზე სწავლა და იზრდება სხვადასხვა სახის საფრთხისგან თავდაცვის შესაძლებლობები.


იმისთვის, რომ გაყიდვების ოფიცერი თავის სფეროში ლიდერი გახდეს, აუცილებელია, იცნობდეს კლიენტს, იცოდეს მისი საჭიროებები და მოიპოვოს მაქსიმალური ნდობა.


2)    გამჭვირვალობა


მომხმარებელთან პერიოდულად ბრენდის უსაფრთხოებისა და თაღლითური სქემების გამოვლინების შესახებ ღია, გულწრფელი საუბარი რისკებს ამცირებს.


მომხმარებელი ხშირად ვერ გრძნობს, როგორ მოქმედებს მასზე რეკლამა, რაც არაკეთილსინდისიერ პირებს მათზე ზემოქმედების საშუალებას უმარტივებს. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მათი დროული ინფორმირებულობაა საჭირო. გახსნილობა, კლიენტის მაქსიმალური ინფორმირება, მათი მხრიდან შეფასებების მოსმენა და გათვალისწინება ბრენდის იმიჯზე დადებითად აისახება.


3)    უსაფრთხოების პროგრამებისთვის პრიორიტეტის მინიჭება


კომპიუტერულ ქსელში უნებართვოდ შეღწევა მონაცემების უკანონოდ დაუფლება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ლიცენზირებული პროგრამების გამოყენება და მათი ხშირი განახლება საფრთხეს ბოლომდე არ ანეიტრალებს, მაგრამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.  


დიჯიტალიზაცია ცხოვრების ყველა სფეროში სულ უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს. მარკეტინგი ერთ-ერთი მათგანია. მომხმარებელთან ურთიერთობა ციფრული მარკეტინგის მეშვეობით კომპანიებისთვის თანდათან უფრო მოსახერხებელი და პრიორიტეტული ხდება. მარტივდება მიზნობრივ აუდიტორიაზე გასვლა, რაც ამცირებს ხარჯებს და თითოეული დახარჯული დოლარიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას ზრდის.


სხვა სიახლეები