• Ƀ/$

„მენაშენეთა ასოციაციის“ რეკომენდაციების კვალდაკვალ თბილისში პარკინგის პრობლემის გადაჭრა რეალობა ხდება

21 სექტემბერი 18:27, 2018 წელი | ეკონომიკა

„მენაშენეთა ასოციაცია“ თბილისის მერს კახა კალაძეს, პროგრამის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში, პარკინგის პრობლემის მოგვარების რეკომენდაციით რამდენჯერმე მიმართა, რომელთა მთავარი პოსტულატი იყო პარკინგის გაძვირება.

მენაშენეები, რომლებიც მხარს უჭერენ თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ბოლო დროს პარკინგთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა საკმაოდ კომპლექსურია და მისი მოგვარება თავისუფალი ბაზრით არის შესაძლებელი, ხოლო ბაზარი იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ ის ისეთივე მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესი, რომელიც დედაქალაქშია განვითარებული.


„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის აზრით, იაფი პარკინგის შემთხვევაში, როგორც ეს დღესაა, ინვესტორები უბრალდ არ ჩადებენ მილიონობით ლარს არარენტაბელურ, ან ძალზე გრძელვადიან მოგებაზე ორიენტირებულ პროექტში.


„ქალაქში გვყავს ნახევრი მილიონი მანქანა, ხოლო პარკინგების რაოდენობა – დაახლოებით 32 000 ადგილს შეადგენს. თეორიულად, ერთ მანქნაზე ოპტიმალურად ითვლება საშუალოდ 2 ან მეტი პარკინგის ადგილი იმისათვის, რომ პრობლემა არ იყოს. ჩვენ თუ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფო თავისი ხარჯით აშენებს თუნდაც ახალ 200 000 პარკინგის ადგილს, ძალიან ვცდებით და არასწორი, ილუზორული მოლოდინია“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


მენაშენეების მოსაზრებით, კიდევ ერთი გამოსავალი პარკინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად, უქმად არსებული ავტოფარეხების მომგებიან გამოყენებაშია.


„მენაშენეთა ასოციაციის“ ერთ–ერთი რეკომენდაციაა „გადაცვალე უქმად მდგომი პარკინგი მომგებიანი კომპანიის აქციებში“.


მენაშენეთა რეკომენდაციები ასევე მოიცავდა დეველოპერებისთვის გარკვეული შეღავათების მიცემას, რაც ქალაქის ცენტრში მშენებლობის დროს სავალდებულო პარკინგის ადგილის ნაცვლად მერიის სპეციალურ ფონდში სოლიდური თანხის შეტანის შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში მერიას გამოუჩნდება ფონდი, რომლითაც დედაქალაქის ცენტრში პარკინგების აშენებას შეძლებს.


შესაბამისად, თუ მოხდება პარკირების საფასურის გაზრდა, რაც გაამოიწვევს ამ ბიზნესის მომგებიანობას, და თუ მოხდება დეველოპერების მიერ არაშენებული პარკინგების საფასურით ფონდის შექმნა, მაშინ შესაძლებელი გახდება გონივრული შეთავაზების გაკეთება რკინის ფარეხების კერძო მფლობელებისთვისაც, რომელთა საწყობებად ქცეული „გარაჟები“ დღეს უქმად დგას და ავიწროვებს რეკრეაციულ ზონებს. კერძოდ, მათ ფარეხების სანაცვლოდ გადაეცემათ იმ კომპანიის აქციების ნაწილი, რომლებიც ცალკე მდგომ პარკინგებს ააშენებს.


ასეთ შემთხვევაში, უქმად მიგდებულ რკინის ფარეხს მფლობელი აღარ მიანიჭებს უპირატესობას და სიამოვნებით გაცვლის მომგებიან აქციებში. შესაბამისად, გამოთავისუფლდება რეკრეაციული ზონებიც, რაც დადებითად აისახება როგორც ეკოლოგიაზე, ისე დედაქალაქის იერსახეზე.


„ამის შემდეგ  თავისუფალმა ბაზარმა ან კონკურენციამ უნდა დაარეგულიროს პარკინგის ბაზარი, რათა ეს სფერო მომგებიანი გახდეს და რაც შეიძლება მეტი ინვესტორი, კვალიფიციური კომპანია მოიზიდოს დედაქალაქის უბნებში. მხოლოდ კონკურენტული გარემო გაანეიტრალებს თბილისში დამკვიდრებულ ქაოსური პარკინგის მახინჯ ტრადიციას“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშილი.


სხვა სიახლეები