• Ƀ/$

ახალმა კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

22 სექტემბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ახალმა კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა, რომელიც falcon 9-ის მეშვეობით ორბიტაზე მიმდინარე წლის 18 აპრილს გაუშვეს პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.

ახალაღმოჩენილი პლანეტა დედამიწიდან კოსმოსური მასშტაბით საკმაოდ ახლოს 59.5 სინათლის წლის მოშორებით (563 ტრილიონი კილომეტრი) მდებარეობს. პლანეტა ვარსკვლავ Pi Mensae-ის გარშემო ბრუნავს. მისი დიამეტრი დედამიწისას 2.14-ჯერ, მასა კი 4.8-ჯერ აღემატება. დედამიწის მსგავსად ისიც კლდოვანი პლანეტაა.


ახალი ტელესკოპი ჰაბლის ჩამნაცვლებლად არ მოისაზრება, ასეთი „ჯეიმს ვებია“ რომელიც დღეს არსებული ბოლო ინფორმაციით 2020 წელს უნდა გაუშვან. TESS-მა „კეპლერის“ ადგილი უნდა დაიკავოს.


ეგზოპლანეტების (პლანეტა რომელიც მზის გარშემო არ ბრუნავს) არსებობას ასტრონომთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმებოდა, მაგრამ პირველი მათგანი მხოლოდ 1992 წელს აღმოაჩინეს. პრობლემას არა იმდენად მათი მცირე ზომა, მათი გამოსხივების სიმცირე წარმოადგენდა, რაც მათ შემჩნევას მძლავრი ტელესკოპითაც კი შეუძლებელს ხდიდა. დღეს ცნობილი 3800-მდე ეგზოპლანეტიდან ¾-ზე მეტი კეპლერის ტელესკოპმა 2009-2018 წლებში აღმოაჩინა. TESS-ის ტელესკოპით მათი რიცხვის 20 000-ით გაზრდას ელიან.


დღეს არსებული მონაცემებით სამყაროში დაახლოებით 200  მილიარდი გალაქტკიკაა, თითოეულში კი ამდენივე ვარსკვლავი. პლანეტა ყველა მათგანს არ გააჩნია, მაგრამ ბევრი მათგანის გარშემო რამდენიმე პლანეტა ბრუნავს, რის გამოც შესაძლოა პლანეტების რაოდენობა ვარსკვლავებისას აღემატებოდეს რომელთა მიახლებითი რაოდენობაც თავის მხრივ 4*10^22-ს აღწევს.  


მსგავს თემაზე:

კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


მკვლელი ასტეროიდის შესასწავლად გაგზავნილი ზონდი მის ზედაპირზე ნოემბერში დაეშვება


მეცხრე პლანეტა შესაძლოა 2018 წელს აღმოაჩინონ


პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი აღუდგეს



სხვა სიახლეები