• Ƀ/$

აშშ–ის სანქციების შემთხვევაში რუსეთი მზადაა მთლიანად დააფინანსოს „ჩრდილოეთის ნაკადი–2“

22 სექტემბერი 11:47, 2018 წელი | ეკონომიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, რუსეთის სახსრებით მთლიანად დააფინანსოს „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობა იმ შემთხვევაში, თუ ენერგოპროექტის კონსორციუმის წევრებს აშშ სანქციებს დაუწესებს.

ამის შესახებ პუტინმა გერმანიის მთავრობას 18 აგვისტოს, მეზებერგში ვიზიტის დროს აცნობა, სადაც ის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. ამის შესახებ Süddeutsche Zeitung ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით შაბათს, 22 სექტემბერს წერს.


დღეისათვის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი–2“ საერთაშორისო კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომელშიც 50% რუსულ „გაზპრომს“ უკავია.


აშშ არაერთხელ დაიმუქრა რუსეთის ენერგოსექტორისთვის სანქციების დაწესებით, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. ამ სანქციებმა, შესაძლოა, რუსეთის დასავლელი პარტნიორებიც დააზარალოს.


ბრიუსელი პუტინს არ დათანხმდება


პუტინის გეგმა, 100%–ით დააფინანსოს გაზსადენის მშენებლობა, სავარაუდოდ, დიდ წინააღმდეგობას წააწყდება ბრიუსელში, ვინაიდან ევროკავშირში მოქმედი კონკურენციის კანონის თანახმად, დაუშვებელია ენერგორესურსების მწარმოებელი და მომწოდებელი ერთი და იგივე პირი იყოს.


პუტინს ასეთ დირექტივებს გაგებით ვერასდროს ეკიდებოდა. მისი გამოცემა ბოლო დროს გერმანიის ქმედებემაც გამოიწვია, რომელიც თითქოს არასოდეს ამბობს უარს რუსეთთან გაზით ვაჭრობაზე, მაგრამ ბოლო დროს დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყო ტერმინალის მშენებლობა, რომლის მეშვეობითაც გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიღებას შეძლებს. ამ ფორმით საწვავი კი გერმანიაში და ზოგადად ევროპაში, ირითადად, აშშ–დან შედის, წერს Süddeutsche Zeitung.


გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ორი მილის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს. მილსადენი რუსეთის ბალტიის სანაპიროდან გერმანიამდე შენდება.


პროექტის მოწინააღმდეგეების, მათ შორის პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და დანიის წარმომადგენლების მტკიცებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროკავშირის „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის.


მსგავს თემაზე:

ტრამპი მერკელისგან „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ზე უარის თქმას მოითხოვს


„ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ზე სანქციების არშემოღებაზე აშშ–ს გერმანიისთვის გარანტია არ მიუცია


კონგრესი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს


„ჩრდილოეთის ნაკადის“ მონაწილე გერმანია „გაზის სამხრეთის დერეფნის“ განვითარებით არის დაინტერესებული


„ჩრდილოეთის ნაკადი–2“ შესაძლოა ამერიკულ სანქციებს დაექვემდებაროს


დუდამ და ტრამპმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და სამხედრო დახმარება განიხილეს



სხვა სიახლეები