• Ƀ/$

ციფრული ვალუტები გაუფასურდა

24 სექტემბერი 18:04, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ბოლოდროინდელი გამყარების შემდეგ ციფრული ვალუტები ისევ საშუალოდ 3-5 პროცენტის ფარგლებში გაუფასურდა, თუმცა ერთკვირიან ჭრილში ჯამური კაპიტალიზაცია $18 მლრდ-ითაა გაზრდილი.

ბიტკოინის რყევები ბოლო რამდენიმე თვეა მინიმუმამდეა დაყვანილი. ის ბოლო 24 საათში 1.7%-ით გაუფასურდა, ერთ კვირაში კი 3.5%-ით გამყარდა. მაშინ როცა ბოლო 7 დღეში რიპლი 92%-ით გამყარდა. დღის განმავლობაში ეთერიუმი 4%-ით, რიპლი და ლაითკოინი 6-6 პროცენტით გაუფასურდა.


ჯამურად coinmarketcap-ზე აღრიცხული 1988 ვალუტა ჯამში 3.5%-ით $227 მლრდ-იდან $219 მლრდ-მდე შემცირდა.


სხვა სიახლეები