• Ƀ/$

კიევის კონფერენციაზე საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებას გაეცნენ

24 სექტემბერი 18:42, 2018 წელი | ტექნოლოგიები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება კიევში გამართულ კონფერენციაზე „Blockchain & Bitcoin Conference Kyiv" განიხილეს. 

ღონისძიებაზე მოხსენებით  „ბლოკჩეინი მთავრობისთვის - კონცეფციიდან რეალობამდე“  საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი წარსდგა.  მან უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე,  პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო, ასევე,  საერთაშორისო პროექტებში ბლოკჩეინის გამოყენების, ასევე  მესამე  მხარის დადასტურების გარეშე მყისიერი ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობას, ბლოკჩეინს სამართლებრივ ასპექტებს  და სხვა საკითხებს.


Blockchain & Bitcoin Conference  მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა,  რომელიც Smile Expo-ს ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  იმართება.   კონფერენცია  ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტებისა და ICO-ს საკითხებს მოიცავს,  სადაც ბლოკჩეინ-ენთუზიასტები, ბიზნესმენები, მაინერები, სტარტაპები და სახელმწიფო უწყებების  წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და  ახალი ტექნოლოგიების საინვესტიციო შესაძლებლობების განიხილვენ.


საქართველო  პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში  ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017  წლის თებერვლიდან მიწის რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს.


მსგავს თემაზე:

ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია


უზბეკეთის პრეზიდენტმა კრიპტოვალუტის, ბლოკჩეინისა და მაინინგის ლეგალიზების განკარგულება გასცა



სხვა სიახლეები