• Ƀ/$

„იუვენტუსმა“ საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა

25 სექტემბერი 10:49, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა „იუვენტუსმა“ მიიღო. ბლოკჩეინ-პლატფორმასთან Socios.com თანამშრომლობით კლუბი თავის კრიპტოვალუტას Juventus Official Fan Token შექმნის.

საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მონეტა სპეციალურად გულშემატკივრებისთვის შეიქმნება. „იუვენტუსს“ მსოფლიოში 340 მლნ ქომაგი ჰყავს, ხოლო გუნდის ფანატების რაოდენობას სოცქსელებში 60 მლნ-მდე ითვლიან.


კრიპტოვალუტა კლუბის ქომაგებს ქულების დახმარებაში დაეხმარება, რითაც კლუბისგან საჩუქრებს მიიღებენ. ასევე, კენჭისყრებსა და კლუბისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.


პირველი Juventus Official Fan Token-ის გაყიდვა 2019 წლის დასაწყისში იგეგმება.


კომპანიამ Socios მანამდე უკვე გააფორმა ანალოგიური კონტრაქტი ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“. საკუთარი ტოკენების გამოშვება, ასევე, სურთ „რეალს“ და „ბარსელონას“.


სხვა სიახლეები