• Ƀ/$

SAMSUNG Galaxy A9 - პირველი 4 კამერიანი სმარტფონი

29 სექტემბერი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

SAMSUNG ოქტომბერში თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონს Galaxy A9 start pro-ს წარადგენს, რომელსაც 4 კამერა ექნება. ადვილი მისახვედრია რომ სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა აქცენტი ფოტოგრაფიაზე გააკეთა. 

მიმდინარე წლის მარტში Huawei-მ პირველი სამმაგ კამერიანი სმარტფონი P20 PRO გამოუშვა. მთავარი კამერა 40 MP-იანი იყო, 2 დამატებითი კი 20 და 8. მას ასევე 20 MP-იანი  სელფის კამერაც გააჩნდა. თავდაპირველი ფასი საკმაოდ მაღალი 900 ევრო დასახელდა შემდეგ შემცირდა, მაგრამ დღესაც მისი ღირებულება Galaxy S9-ს უტოლდება, რაც დაახლოებით 750 ევროა. ფოტოგრაფიის მოყვარულებმა სმარტფონი მონაცემების გაცნობისთანავე შეიყვარეს და იმედი არც შემდეგ გასცრუებიათ. SAMSUNG-მა საპასუხო ნაბიჯების გადადგმა განიზრახა.


კომპანიამ განახლებული A7 ასევე სამმაგი კამერით აღჭურვა, თუმცა ეს არაფერია ოქტომბერში დაგეგმილ სიახლესთან შედარებით. A9-ს 4 კამერა ექნება, საიდანაც ძირითადი კამერა 24 MP-იანი იქნება, 3 დამატებითი დამხმარე კამერა კი 5, 8 და 10 მეგაპიქსელიანი. 24 MP-იანი იქნება სელფის კამერაც. დიაფრაგმა F/1.7.


A8-ის და S სერიის ბოლო მოდელების მსგავსად ახალ სმარტფონს home ღილაკი არ ექნება. Super AMOLED ეკრანის ზომა 6.28 ინჩი იქნება, გაფართოება Full HD+, 2220X1080-ზე ან მეტი. ბატარეა საკმაოდ მძლავრი 3720 მილიამპერ/საათი. პროცესორი 8 ბირთვიანი. ოპერატიული მეხსიერება 4GB. ფასი $500, რაც Note 9-ის ნახევარია. მონაცემებში ამხელა სხვაოპბა არ არის.


ფოტოები, ტექნიკური მონაცემები და ფასი წინასწარია, თუმცა რეალობა შეიძლება მხოლოდ მცირედით აღმოჩნდეს განსხვავებული, ყველაფერი მაინც 11 ოქტომბერს, სმარტფონის პრეზენტაციისას გაირკვევა.


მსგავს თემაზე:

NOKIA EDGE-ს 8GB ოპერატიული მეხსიერება და 24MP-იანი კამერა ექნება


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა


SAMSUNG დასაკეც სმარტფონს წარადგენს



სხვა სიახლეები