• Ƀ/$

ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 10 წელიწადში 66-ჯერ გაიზარდა

30 სექტემბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მსოფლიო ტრენდს, რომელიც პოპულარობის ზრდას გულისხმობს საქართველოს მიჰყვება. საბანკო ბარათით განხორციელბული ოპერაციები ბოლო 10 წელიწადში 11-ჯერ გაიზარდა. 

2008 წლის აგვისტოში ბარათებით 1.94 მილიონი ოპერაცია განხორციელდა, რომელთა ჯამური მოცულობა 314 მილიონ ლარს შეადგენდა. მთლიანად 2008 წელს ბარათებით 27.4 მილიონი ოპერაცია განხორციელდა. თანხის მოცულობამ კი 4 მილიარდი ლარი შეადგინა.


10 წლის განმავლობაში ბარათების ბრუნვა სისტემატურად იზრდებოდა. 2018 წლის აგვისტოში ტრანზაქციების რაოდენობა 21.33 მილიონამდე გაიზარდა, თანხის მოცულობა კი 1.99 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება 2017 წელს ჯამურად 179.3 მილიონი ოპერაცია განხორციელდა, თახის მოცულობამ კი 19 მილიარდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ თანხის საშუალო ოდენობა 1 ოპერაციაზე 162-დან 93 ლარამდე შემცირდა. რაც იმას ნიშნავს რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ბარათს, თუმცა ის მაინც რჩება უფრო დიდი შენაძენის განხორციელების საშუალების მქონე ინსტრუმენტად.



ზრდა გაცილებით შთამბეჭდავი იყო ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების შემთხვევაში. თუ 2008 წელს ინტერნეტით განხორციელბული შესყიდვების მოცულობა 38 მილიონ ლარს არ აღემატებოდა, 2017 წელს ის 28-ჯერ 1.07 მლრდ-მდე გაიზარდა. 2018 წლის პირველ 8 თვეში ეს თანხა კიდევ უფრო მეტად 1.597 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც 2008 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 66-ჯერ აღემატება.



საგრძნობი ზრდის მიუხედავად, საქართველოში ნაღდ ანგარიშსწორებას დომინანტის როლი კვლავ მყარად უკავია, მაშინ როცა ნიდერლანდებში, ბელგიაში, შვედეთში, კანადაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში უნაღდო ანგარიშსწორების წილი უკვე 85%-ს გადასცდა როგორც ოპერაციების რაოდენობით, ასევე მოცულობით. ამ ქვეყნებს 20-იან წლებში ნაღდი ფულის გამოყენების აკრძალვა აქვთ გადაწყვეტილი.


უნაღდო ანგარიშწსოწორება როგორც ფიზიკური პირებისთვის ასევე კომპანიებისთვის ხდება უფრო და უფრო იაფი, დაცული და კომფორტული.


მსგავს თემაზე:

ქაღალდის ფული გაქრობას იწყებს


ბრიტანეთში ძველი ფულის გადახურდავებაზე უარი განაცხადეს



სხვა სიახლეები