• Ƀ/$

საქართველოში ალტერნატიული ენერგიის მაღალტექნოლოგიური ქარხანა აშენდება

1 ოქტომბერი 14:53, 2018 წელი | ტექნოლოგიები

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელმა გიორგი დანელიამ აშშ-ში, მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განახლებადი და მდგრადი ენერგიის მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობის თაობაზე მემორანდუმს  მოაწერა ხელი.

ურთიერთგაგების მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდს“, Phi4 Technology Sl-სა და Silk Tech Group-ს შორის გაფორმდა. ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, „მწვანე ეკონომიკის“ ერთიანი კონცეფციით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, საქართველში ალტერნატიული ენერგიის მაღალტექნოლოგიური ქარხანა აშენდება.


„მემორანდუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდი“ ერთვება აღნიშნულ პროექტში და ჩვენი საინვესტიციო მანდატის შესაბამისად, გამოხატავს მზადყოფნას უცხოელ პარტნიორებთან ერთად, დავაფინანსოთ საქართველოში პირველი განახლებადი და მდგრადი ენერგიის მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობა,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ.


ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში პირველად, გრაფენის ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების საწარმოები, ობიექტები და საოპერაციო ცენტრები აშენდება, რომლებიც განახლებადი და მდგრადი ენერგიის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.


მსგავს თემაზე:

გამჭვირვალე მზის პანელი განახლებადი ენერგიის წილს გაზრდის


საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური აშენდება


5 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის ჯამური კაპიტალიზაცია გერმანიის მშპ-ს 13%-ით აღემატება


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


ტექნოლოგიები რუტინულ სამუშაო ადგილებს ანადგურებს


Google-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესაძლებლობები იზრდება


FACEBOOK 2020 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადადის



სხვა სიახლეები