• Ƀ/$

ტექდათვალიერებაგავლილი ტაქსის მძღოლები ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერით დასაჩუქრდებიან

2 ოქტომბერი 14:20, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მარცხენასაჭიან და ოთხკარიან იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემათ.   

 

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი ტაქსის მფლობელების მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს და რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.


„თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებში, მფლობელს, რომლის ტაქსი რეგისტრირებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც კერძო ავტომობილებისთვის პირველი იანვრიდან სავალდებულო ხდება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. კარგად მესმის, რომ ეს ადამიანები აღნიშნული სერვისის განხორციელებით, ოჯახებს არჩენენ. შესაბამისად, მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ და არ დაეხარჯებათ არცერთი თეთრი”, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ტაქსების მოწესრიგებასთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების პროცესში დედაქალაქის მერიას საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა აქვს.


„პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა. პროცესი მსურველებზე ახლაც მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ ვინც არ არის დარეგისტრირებული, ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან. აქვე მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


მსგავს თემაზე:

თბილისში ტაქსების პარკირება უფასო იქნება


500-მდე ეკოლოგიურ ავტობუსს თბილისის მერია 2019 წლის ბოლომდე შეიძენს



სხვა სიახლეები