• Ƀ/$

ესპანეთში მსოფლიოში პირველი სამგზავრო კაფსულა HYPERLOOP წარმოადგინეს

3 ოქტომბერი 10:21, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კომპანიამ Hyperloop Transportation Technologies, რომელიც ზესწრაფი მატარებლების სისტემების პროექტზე მუშაობს, ესპანეთში მსოფლიოში პირველი სამგზავრო კაფსულის პრეზენტაცია გამართა.

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.


მგზავრების გადასაყვან კაფსულას Quintero One უწოდეს და ის HyperloopTT-ის პარტნიორი კომპანიის Airtificial ბაზაზე აიწყო.


კაფსულის წონა 5 ტონაა, სიგრძე – 32 მეტრი. ერთ გადაყვანაზე კაფსულაში 28-დან 40-მდე მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი. ერთ ხაზზე დღე-ღამეში 164 ათასი ადამიანის გადაყვანაა შესაძლებელი.


კაფსულას კომპანიის კვლევით ცენტრში გასაგზავნად ამზადებენ, რომელიც ტულუზაში მდებარეობს. სწორედ იქ გაივლის მომავლის სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ ტრეკზე გამოცდას.


მატარებელი HYPERLOOP აეროდინამიკურ მილში იმოძრავებს ჰაერის წინაღობის გარეშე და რეკორდულ სიჩქარეს განავითარებს. დღეისთვის ამ ტექნოლოგიით მიღწეული მაქსიმალური სიჩქარე 457 კმ/სთ-ს შეადგენს.


სხვა სიახლეები