• Ƀ/$

2015 TG387 - ახლადაღმოჩენილი პლანეტა, რომელიც მზის გარშემო ბრუნს 34 080 წელს ანდომებს

6 ოქტომბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს, მაგრამ ეს არაა ის მეცხრე პლანეტა, რომელსაც უკვე თითქმის ერთი საუკუნეა ეძებენ. მისი რადიუსი მხოლოდ 150 კილომეტრია, რაც მის სტატუს ჯუჯათი განსაზღვრისთვის წირავს. 

ციური ობიექტის ოფიციალური სახელწოდებაა 2015 TG387, ის პირველად სწორედ 2015 წლის 13 ოქტომბერს ჰავაიზე მდებარე მაუნა კეას ობსერვატორიაში შენიშნეს. აღმოჩენა 8.3 მეტრიანი სუბარუს ტელესკოპის საშუალებით მოხერხდა. პლანეტის მეორე, არაოფიციალური სახელი გობლინია. მისი რადიუსი 3.27-ჯერ პატარაა ცერერაზე, რომელიც 2006 წლამდე ასტეროიდად კლასიფიცირდებოდა და მხოლოდ 12 წლის წინ შეძლო სტატუსის ამაღლება.



გობლინი დღეისათვის მზის სისტემაში აღმოჩენილი ყველაზე შორეული ობიექტია. აქამდე ასეთ ობიქქტად სედნა ითვლებოდა, რომელიც მზიდან საშუალოდ 507 ასტრონომიული ერთეულით (76 მლიარდი კილომეტრი) იყო დაშორებული სედნას აფელიუმი 936 ასტრონომიულ ერთეულს აღწევდა, მაშინ როცა გობლინის საშუალო დაშორება მზიდან 1051 ასტრონომიული ერთეული, აფელიუმი კი თითქმის 2-ჯერ მეტი 2037 ა.ე. ანუ 305 მილიარდი კილომეტრია.  განსხვავება საგრძნობია ორბიტარულ პერიოდში. თუ მზის გარშემო ერთ სრულ ბრუნს სედნა 11 400 წელს ანდომებს, გობლინს ერთი წრისთვის 34 080 წელის სჭირდება.


გობლინი უშორესი ობიექტია, მაგრამ მხოლოდ აღმოჩენილ ციურ სხეულთა შორის. მზის სისტემის თეორიული რადიუსი, წერტილი სადამდეც მზის მიზიდულობის ძალა მოქმედებს 1.5 სინათლის წელია რაც 94 600 ასტრონომიულ ერთეულს უდრის, ეს კი თავის მხრივ გობლინის აფელიუმის მანძილს 46.4-ჯერ აღემატება.


რაც შეეხება ნამდვილ მეცხრე პლანეტას მისი ძებნა პლუტონის აღმოჩენის შემდეგ კვლავ გრძელდება, მაგრამ საკითხი ასე მხოლოდ 2006 წელს დადგა, იქამდე 76 წელი მეათე პლანეტას ეძებდნენ, მანამ სანამ პლუტონი არ დააქვეითეს ჯუჯა პლანეტად.


მსგავს თემაზე:

რა უშლის ხელს არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას და როდის დამყარდება მათთან პირველი კონტაქტი


მკვლელი ასტეროიდის შესასწავლად გაგზავნილი ზონდი მის ზედაპირზე ნოემბერში დაეშვება


მეცხრე პლანეტა შესაძლოა 2018 წელს აღმოაჩინონ


პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი აღუდგეს



სხვა სიახლეები