• Ƀ/$

2019 წელს ნატო-საქართველოს ორი სხვადასხვა სამხედრო სწავლება გაიმართება

4 ოქტომბერი 10:50, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ ჯეიმს მატისმა ბრიუსელში გამართულ შეხვდრაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და  ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. 

იზორიას განცხადებით, ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ხაზი გაესვა, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა: „ჯეიმს მატისმა შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვის ბიუჯეტშია მიმართული, აქედან 20% კი - ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ.“


საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა რეგიონში  საერთაშორისო მრავალეროვნული სწავლებების განხორციელების მზარდ დინამიკას გაუსვეს ხაზი. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მომავალ წელს ორი ამბიციური სწავლების - ნატო-საქართველოს სწავლება და „მტკიცე სული“ (Agile Spirit) ჩატარება იგეგმება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. „საერთაშორისო სწავლებები, როგორც განახლებული შეკავების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენი აქტიურობით იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. 


მსგავს თემაზე:

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პირობას დებს


რუსეთის 5-მა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია


ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო



სხვა სიახლეები