• Ƀ/$

TESLA MODEL 3 გაყიდვების ახალ რეკორდს ხსნის

4 ოქტომბერი 12:05, 2018 წელი | ტექნოლოგიები

TESLA-ში არსებული პრობლემების მიუხედავად, რამაც ილონ მასკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადაყენება გამოიწვია, კომპანიის გაყიდვები იზრდება. 

წინასწარი მოლოდინი გამართლდა და TESLA MODEL 3 ყველაზე პოპულარული გახდა. მიმდინარე წელს მისმა გაყიდვებმა 82 000 ერთეულს უკვე გადააჭარბა და იანვრამდე შესაძლოა 150 000-საც მიაღწიოს. MODEL 3 ჯამური გაყიდვებით NISSAN LEAF-ს, სავარაუდოდ, უკვე 2019 ან მაქსიმუმ 2020 წელს გაუსწრებს. თავად NISSAN LEAF-მა 2011-2017 წლებში 300 000-ზე მეტი მოდელის გაყიდვა მოახერხა.



MODEL 3 განსაკუთრებით პოპულარული შეერთებულ შტატებშია, გარდა იმისა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე ის უპირობო ლიდერია, სექტემბერში მთლიან გაყიდვებშიც კი მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველ ადგილზე მყოფ Toyota Camry-ის მხოლოდ 3600 ერთეულით ჩამორჩა. მისი ოფიციალური ღირებულება $35 000-ს შეადგენს, გაუმჯობესებული მოდელის, რომელის 350-ის მაგივრად ერთ დამუხტვაზე 500 კილომეტრს გადის $44 000-ს, ამის მიუხედავად მაღალი მოთხოვნის გამო მისი საშუალო ფასი 49 000 დოლარამდეა გაზრდილი.


MODEL 3-ის გაყიდვები არამხოლოდ ყოველკვარტალურად ყოველთვიურადაც იზრდება. თუ აშშ-ში ივლისში სულ 14 200 ერთეული გაიყიდა, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 24 040-მდე გაიზარდა.



ელექტრომობილების პოპულარობას ფასების ვარდნა, გარბენის გაზრდა და სამთავრობო სუბსიდიები მთელ მსოფლიოში ზრდის, მაგრამ მათი წილი ჯერ კიდევ 0.5%-ზე ნაკლებია.


მსგავს თემაზე:

TESLA MODEL 3-ის წარმოებამ კვირაში 5000 ერთეულს მიაღწია


Tesla-ს წამყვანი ინჟინერი კომპანიიდან წავიდა


ელექტრომობილების გაყიდვები 2018 წელს 1.5 მილიონს გადააჭარბებს


ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 37%-ით გაიზარდა


ილონ მასკის გადაყენება TESLA-ს $7 მლრდ დაუჯდა



სხვა სიახლეები