• Ƀ/$

Microsoft-ის ახალი 4K+ გარჩევადობის მქონე მონობლოკი $4800 ეღირება

7 ოქტომბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Microsoft-მა პროდუქცია განაახლა. კომპანიის მთავარ მიმართულებად Windows რჩება, თუმცა მისი დამატებითი ხაზი პლანშეტებსა და ლეპტოპებსაც მოიცავს. სმარტფონების ბაზარზე შესვლის მცდელობა NOKIA-ს მაგალითზე, წარუმატებელი აღმოჩნდა.

Surface Pro 6 ახალი პლანშეტია, რომელიც ვიზუალურად წინა მოდელს ჰგავს, მაგრამ მონაცემებია გაუმჯობესებული. ეკრანის ზომა 12.3 ინჩია, გარჩევადობა 2736X1824-ზე 4K არ არის, მაგრამ FULL HD-ს ჯობნის. მერვე თაობის  i7 პროცესორი. ოპერატიული მეხსიერება 16GB, შიდა SSD ტიპის მეხსიერება 512GB. მისი გარდაქმნა ლეპტოპადაცაა შესაძლებელი. მოწყობილობას კლავიატურა და სტილუსი მოჰყვება. პლანშეტის ფასი $1900-ს შეადგენს, თუმცა ბიუჯეტური მოდელი, რომელსაც i5-ის პროცესორი და ნაკლები მეხსიერება გააჩნია $1000-ით ნაკლები ღირს.



პლანშეტის მსგავსად ლეპტოპის Surface Laptop 2-ის რამდენიმე ვერსია გამოვიდა, მათგან საუკეთესოს i7-ის პროცესორი, 16GB ოპერატიული, 1TB შიდა მეხსიერება გააჩნია. ეკრანის ზომა სტანდარტულია ყველასათვის და ის 13.5 ინჩს შეადგენს. ლეპტოპი სისქით მხოლოდ 0.8 ინჩი, ანუ 2 სანტიმეტრია. ფასი $1300-დან იწყება და $2700-მდე ადის.



ყველაზე შთამბეჭდავი მაინც სამაგიდო ე.წ. მონობლოკის წარდგენა გახდა. ახალი ეკრანი დიაგონალით 28 ინჩია (71 სმ). გარჩევადობა 4000X3000-ზე, რაც 4K-საც კი (3840X2160) აღემატება, რის გამოც ახალი მოდელი წინაზე 38%-ით ნათელი და 22%-ით უფრო კონტრასტულია. ეკრანი ამავე დროს სენსორულია და სტილუსის 4096 სხვადასხვა დონის შეხებას აღიქვამს. ოპერატიული მეხსირება 32GB, შიდა მეხსიერება 1TB. პროცესორი i7, თუმცა იყო i9-ის მოლოდინიც. მონობლოკის შეძენა მსურველს $4800-ად შეეძლება. თუმცა არსებობს $3500-იანი მედელებიც.



მსგავს თემაზე:

Microsoft განახლებად ენერგიაში წილს ზრდის


128 TB-იანი მეხსიერების ბარათი რეალობა ხდება


ახალი i9 პროცესორის მქონე MacBook Pro $6700 ეღირება


88 ინჩიანი 8K გარჩევადობის მქონე OLED ტელევიზორი LG-სგან


Microsoft-მა რუსი ჰაკერების თავდასხმა აღკვეთა


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა



სხვა სიახლეები