• Ƀ/$

საჭე ზედმეტი ხდება

7 ოქტომბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

შეერთებული შტატების კანონმდებლობა ავტომობილისთვის სავალდებულო სავალდებულო რამდენიმე ნაწილს განსაზღვრავს, ამ სიიდან მალე შესაძლოა საჭე ამოიღონ, ადრე თუ გვიან ის ზედმეტი გახდება. 

ელექტრომობილების გაყიდვები თვიდან თვემდე იზრდება და მათი წილი ავტოინდუსტრიაში ჯერ კიდევ 0.5%-ზე ნაკლებია. უპილოტოების მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა. ისინი სერიულად არც იწარმოება, მათ მოძრაობა უმეტესად სპეციალურ დახურულ ტრასებზე უხდებათ და იშვიათად ქუჩებში, ისიც გამკაცრებული ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გასტანს. ტექნოლოგიები იხვეწება, ადამიანის, შემხვედრი ავტომობილის, სხვა მოძრავი თუ უძრავი საგნის აღქმის უნარიც უმჯობესდება.


უპილოტოს რამდენიმე უპირატესობა ექნება:


1)      გამოთავისუფლდება მძღოლის ადგილი, შესაბამისად ავტომობილი უფრო მეტი ადამიანი გადაყვანა შეძლებს.


2)      მძღოლის საჭიროების არ ქონა მგზავრობას, გადაზიდვებს და შესაბამისად პროდუქტს გააიაფებს


3)      შეცდომისგან არც ტექნიკაა დაზღვეული, მაგრამ ის განზრახ რისკს არ გასწევს, რაც ზოგჯერ ფატალური შედეგით მთავრდება ხოლმე


უპილოტოებში ყველაზე დიდ სახსრებს Google ხარჯავს, მაგრამ გულხელდაკრეფილი ყოფნას არც ტრადიციული ავტომწარმოებლები აპირებენ. 2020 წელს 40 ტონიანი TESLA model semi გამოვა. სატვირთოთი უკვე დაინტერესდა საცალო გაყიდვების გიგანტი Walmart, რომელმაც წინასწარ შეუკვეთა 15 მოდელი.


ტექნოლოგიების მზაობის გარდა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რათა ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში, სქვა ქალაქში ან სხვა სახელმწიფოში უპილოტოთი გამგზავრება ლეგალური გახდეს. მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტი. ცვლილებები მზად სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება.



მსგავს თემაზე:

გერმანიის ავტობანზე უპილოტო სატვირთოები დღეში სამ რეისს შეასრულებენ


Toyota $0.5 მლრდ-ს ინვესტირებას Uber-ის უპილოტოებში მოახდენს


გერმანია სატრანსპორტო რევოლუციას ამზადებს


TESLA MODEL 3 გაყიდვების ახალ რეკორდს ხსნის



სხვა სიახლეები