• Ƀ/$

სსფ-მა 2018-19 წლებში მსოფლო მშპ-ის ზრდის პროგნოზი შეცვალა

9 ოქტომბერი 10:07, 2018 წელი | ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი 0,2 პროცენტული პუნქტით – 3,7%-მდე შეამცირა.

ამის შესახებ სსფ-ის მსოფლიო ეკონომიკის რეგულარულ მიმოხილვაშია (World Economic Outlook) ნათქვამი, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა.


„მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შარშანდელმა სტიმულებმა გვიბიძგა, მშპ-ის ზრდა 3,9%-ის დონეზე გვევარაუდა როგორც მიმდინარე, ისე მომავალი წლისთვის. თუმცა, მას შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ეს რიცხვი ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება: ნაცვლად ნავარაუდევისა, ეკონომიკა 3,7%-ით გაიზრდება“, – განაცხადა სსფ-ის მთავარმა ეკონომისტმა მორის ობსტფელდმა ახალი პროგნოზის კომენტირებისას.


სსფ ივლისის მიმოხილვაშიც 3,9%-ით ვარაუდობდა გლობალური ეკონომიკის გაზრდას.


მსგავს თემაზე:

სსფ–ის მისიამ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად შეაფასა


სსფ: ბანკების მოგების 9%–ს ჰაკერები წაიღებენ


ექსპერტი: სსფ-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის აწევა ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია



სხვა სიახლეები