• Ƀ/$

ინფლაციის განაკვეთმა ვენესუელაში 488 000%-ს გადააჭარბა

9 ოქტომბერი 13:25, 2018 წელი | ეკონომიკა

მზარდი ჰიპერინფლაცია ვენესუელაში ისეთივე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როგორც დღე-ღამის მონაცვლეობა. სექტემბერში ფასები სამომხმარებლო პროდუქტზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 488 865%-ით გაიზარდა. 

ეკონომისტები წლის ბოლომდე მილიონპროცენტიან ინფლაციას ვარაუდობენ, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, რომ შეიძლება მათი გათვლები ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ, თუ მაისში განაკვეთი 13 000%-ს შეადგენდა, ივნისში ის 40 000%-მდე გაიზარდა, ივლისში - 82 000%-მდე, აგვისტოში - 200 000%-მდე, სექტემბერში კი - თითქმის 0.5 მლნ-მდე. მილიონპროცენტიანი ინფლაცია შეიძლება უკვე ოქტომბერში ვიხილოთ.



ჰიპერინფლაციას, როგორც წესი, ომები და სახელმწიფო გადატრიალებები იწვევს, მაგრამ განსხვავებული ვითარებაა ვენესუელაში. კარაკასი არავის დაუბომბავს და არც რეპარაციები დაუწესებია ვინმე. კოლაფსის ერთადერთი მიზეზი მცდარი ეკონომიკური პოლიტიკაა, რაც უგო ჩავესმა დაიწყო და მადურომ გააგრძელა. უგო ჩავესს მეტი ავტორიტეტი ჰქონდა და მის დროს ნავთობის ფასი მაღალი იყო, რამაც კრიზისი რამდენიმე წლით გადაავადა.


ეკონომიკურ რეცესიას თან პოლიტიკური რეპრესიები ახლავს. საპროტესტო მიტინგები ხშირად მსხვერპლით სრულდება. მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის.


ვენესუელა ერთ-ერთია იმ ოთხი სახელმწიფოდან (ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია), რომლებმაც რუსეთის ზეწოლით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარე.


მსგავს თემაზე:

ვენესუელაში ბანკნოტებისგან ჩანთებსა და სუვენირებს ამზადებენ


აშშ-ში ვენესუელის პრეზიდენტის სამხედრო გადატრიალების გზით დამხობის შესაძლებლობას განიხილავენ



სხვა სიახლეები