• Ƀ/$

სავალუტო ფონდი ახალი ეკონომიკური კრიზისის ალბათობაზე ალაპარაკდა

10 ოქტომბერი 12:36, 2018 წელი | ეკონომიკა

ახალი ეკონომიკური კრიზისის ალბათობის შესახებ სავალუტო ფონდიც ალაპარაკდა. შეშფოთების მიზეზი საფინანსო ბაზრების შესწავლა გახდა, რომელიც 10 წლის წინანდელ სურათს წააგავს. 

ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში ნათქვამია, რომ რისკები დღეს ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე 2008 წელს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მდგომარეობას სავაჭრო ომი და პოლიტიკური დაძაბულობა ართულებს, რასაც ჩიხში შესული ბრექსიტის მოლაპარაკებებიც ემატება.


სავალუტო ფონდი, რომელმაც შეამცირა როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, საბანკო რეგულაციების შემცირებასაც ნეგატიურად აფასებს. რეგულაციები აშშ-ში შემცირდა და იგივე ბრიტანეთშიც განიხილება.


2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 2009 წელს ამერიკის ეკონომიკა - 2.8%-ით, ევროპის ქვეყნების კი 5-10 პროცენტით შემცირდა. ზრდის ტემპი შენელებული იყო შემდგომ წლებშიც, უმუშევრობა რეკორდულად გაიზარდა. საერთო ჯამში, გლობალურმა ზარალმა $10 ტრლნ-ს გადააჭარბა.


მსგავს თემაზე:

უკრაინის კრიზისი და რეზერვების შემცირება – ქვეყანაში სსფ-ის მისია მუშაობას შეუდგა


აშშ-ში გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაწყების დრო დაასახელეს


სსფ-მა 2018-19 წლებში მსოფლო მშპ-ის ზრდის პროგნოზი შეცვალა



სხვა სიახლეები