გასულ 24 საათში ბიტკოინმა თავისი ღირებულების 4% დაკარგა და მისი ღირებულება $6300-ს ჩამოსცდა. ბიტკოინისგან განსხვავებით, სხვა ვალუტების უმრავლესობა ორნიშნა ვარდნას ვერ გადაურჩა. ეთერიუმი და კარდანო 11-11 პროცენტით გაუფასურდა, რიპლი, ბიტკოინ ქეში და სტელერი.
2015 წელს კრიპტოკაპიტალიზაცია 50%-ით 4.7-დან 7.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, 2016 წელს 150%-ით 7.1-დან 17.6 მილიარდამდე, რეკორდი 2017 წელს მოიხსნა, როდესაც კაპიტალიზაცია 3500%-ით $602 მლრდ-მდე გაიზარდა, შემდეგ კი მისი 2/3 დაკარგა.
ღირებულების ვარდნა, ერთი მხრივ, გასული წლის გადაჭარბებულ ზრდას და, მეორე მხრივ, უხვ რეგულაციებს უკავშირდება, საიდანაც მეორემ უფრო დიდი გავლენა იქონია.