• Ƀ/$

მსოფლიო ბირჟები გაწითლდა

11 ოქტომბერი 12:10, 2018 წელი | ანალიტიკა

Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსმა, მიმდინარე წელს რეკორდი რამდენჯერმე მოხსნა. 3 ოქტომბერს 26 800-იან ნიშნულსაც გადააბიჯა, არსებობდა მოლოდინი, რომ 27 000-იან ზღვარს გადალახავდა, მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. 

მკვეთრ ზრდას მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. 10 ოქტომბერს ინდექსი 3.15%-ით, 832 პუნქტით გაუფასურდა. Dow Jones გამონაკლისი არ ყოფილა, S&P 500-ის ინდექსი 3.29%-ით გაუფასურდა, NASDAQ კი - უფრო მეტად, 4%-ით.


უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 10 ოქტომბრის საბირჟო გარიგებების შედეგად ათობით მილიარდი დოლარი იზარალეს. 4.63%-იანი გაუფასურების შემდეგ APPLE-ის კაპიტალიზაცია $60 მლრდ-ით $1.036 ტრლნ-მდე შემცირდა. 5.43%-იანი ვარდნა MICROSOFT-ს $55 მლრდ დაუჯდა. $45 მლრდ-ით იზარალა GOOGLE-მაც. FACEBOOK-მა თავისი ღირებულების გათვალისწინებით მხოლოდ $22 მლრდ-ით. უსიამოვნო რეკორდის ავტორი მაინც AMAZON გახდა. ინტერნეტვაჭრობის გიგანტის აქციის ფასი ერთბაშად $6.15%-ით შემცირდა, კაპიტალიზაცია კი $66 მლრდ-ით $912-დან $846 მლრდ-მდე შემცირდა.


გაუფასურებას ვერც WAL MART, BANK OF AMERICA და COCA-COLA ასცდნენ, მაგრამ მათ შემთხვევაში ვარდნის ტემპი 1-2 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.


აშშ-ის გარდა, ბირჟის მონიტორები ევროპასა და აზიაშიც გაწითლდა. იაპონიაში Nikkei 225-ს ინდექსი 3.89%-ით შემცირდა.


ბირჟის ინდექსებთან ერთად მინუსშია ნავთობის ფასი, ასევე, კრიპტობაზარიც. რა ხდება? ეკონომისტებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოსალოდნელი კრიზისის შესახებ ცნობების გამოქვეყნებას მოუხშირეს. შეშფოთების მთავარ მიზეზად ჩინეთის ზრდის შენელება და სავაჭრო ომი სახელდება. 


მსგავს თემაზე:

226 წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმღვანელებს


იაპონიაში ონლაინბირჟიდან $60 მლნ-ის კრიპტოვალუტა მოიპარეს


აშშ-ში გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაწყების დრო დაასახელეს



სხვა სიახლეები