• Ƀ/$

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს საერთაშორისო ვაჭრობის გაუარესებისთვის ამზადებს

11 ოქტომბერი 12:31, 2018 წელი | ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი (WB) ჩინეთთან და სხვა აქციონერ ქვეყნებთან მსოფლიო სავაჭრო გარემოს გაუარესებისთვის მოსამზადებელ საკითხებზე მუშაობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა ჯიმ კიმმა ინდონეზიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომელიც WB-ისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საშემოდგომო შეხვედრის შემდეგ ჩატარდა.


„ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა უნდა გააკეთოს მან (ჩინეთმა), რათა მზად დახვდეს სავაჭრო ურთიერთობების გაუარესებას. ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს და ყველა პარტნიორთან ვმუშაობთ, რათა ისინი ვითარების გაუარესებისთვის მოვამზადოთ“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა.


მისივე თქმით, მსოფლიო ვაჭრობის საკითხი ყველა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას. თუ გლობალურ ვაჭრობაში ჩართული ქვეყნები შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდებიან, ბუნებრივია, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება, განაცხადა ჯიმ კიმმა.


მანამდე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რობერტუ აზავედუმ გააფრთხილა მსოფლიო, რომ გლობალური სავაჭრო ურთიერთობების გაუარესება უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე. ორგანიზაციამ მსოფლიო ვაჭრობის ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის 4,4%-დან 3,9%-მდე დასწია, რაც სავაჭრო ურთიერთობებში შემოტანილი სანქციებისა და შეზღუდვებითაა განპირობებული.


მსგავს თემაზე:

ჩინეთის რეკორდული პროფიციტი აშშ-თან ვაჭრობაში – სავაჭრო ომის დაძაბვის წინაპირობა


სავაჭრო ომი აღარ იქნება. აშშ და ევროკავშირი ვაჭრობაზე შეთანხმდნენ


აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ახალი ტალღა


ტრამპის მცდელობის მიუხედავად, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა



სხვა სიახლეები