• Ƀ/$

რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა

11 ოქტომბერი 15:03, 2018 წელი | ტექნოლოგიები

რუსულმა პილოტირებულმა კოსმოსურმა რაკეტა „სოიუზმა“ კატასტროფა განიცადა. ხომალდზე რუსი და ამერიკელი ასტრონავტები იმყოფებოდნენ. მათ ავარიული დაშვება ყაზახეთში განახორციელეს. ორივე უვნებლად გადარჩა. 

„სოიუზი“ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მიემართებოდა. რაკეტამ სტარტი ბაოკონურის აეროდრომიდან აიღო და მალევე ძრავებში პრობლემა შეექმნა.


ბოლო პერიოდში რუსეთის კოსმოსური პროგრამის გარშემო ეს უკვე მეორე სკანდალია. 30 აგვისტოს კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ასტრონავტებმა ხვრელი აღმოაჩინეს, საიდანაც ჟანგბადი ჟონავდა. თავდაპირველ ვერსიად ასტეროიდის ნამსხვრევის მოხვედრა განიხილებოდა. საუბრობდნენ შესაძლო დივერსიის ალბათობაზეც, მაგრამ მიზეზი აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა. ხვრელი შიგნიდან გაკეთებული აღმოჩნდა, თანაც ბურღით, დედამიწაზე მის ამწყობს შეცდომა მოუვიდა და მის გადასაფარად ხვრელი წებოთი ამოავსო, რამაც 2 თვე იმუშავა.


2011 წლის შემდეგ, რაც შატლის პროგრამა დაიხურა, NASA კოსმოსში პილოტირებულ მისიებს აღარ უშვებს, „შატლი დისქავერი“, რომელმაც 39 რეისი შეასრულა და 238 მილიონი კილომეტრი დაფარა, ახლა მუზეუმშია გადატანილი. ახალ პილოტირებულ მისიებს კოსმოსში, მთვარეზე და მარსზე NASA-სთან თანამშრომლობით SpaceX გეგმავს.


მსგავს თემაზე:

კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


გერმანელები კოსმოსში ათვისებისთვის ემზადებიან – ჯერ მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივით


ახალმა კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა



სხვა სიახლეები