• Ƀ/$

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit შეათანხმეს

15 ოქტომბერი 09:55, 2018 წელი | ეკონომიკა

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე მომლაპარაკებელთა ჯგუფმა შეძლო Brexit-ის პირობების შეთანხმება. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამ სხვადასხვა დიპლომატზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, სწრაფი წინასწარი შეთანხმების ნიშნები კვირას, 14 ოქტომბერს გამოიკვეთა, როდესაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა Brexit-ის საკითხთა მინისტრის დომინიკ რააბის ბრიუსელში დაუგეგმავი ვიზიტის ორგანიზების შესახებ.


Politico-ს წყაროების ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება, რომელზეც ლონდონსა და ბრიუსელს შორის აღნიშნულ შეთანხმებას განიხილავენ. თუმცა, გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ზემოხსენებული შეთანხმება მხოლოდ მომლაპარაკებელთა დონეზეა მიღწეული.


გამოცემის წყაროებისთვის პასუხგაუცემელია ლონდონის შესაძლო რეაქცია აღნიშნულ შეთანხმებაზე და არ გამორიცხავენ, რომ ის სამთავრობო, ან თემთა პალატის დონეზე დაიბლოკოს.


ევროკომისიაში საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ.


გაზეთის წყაროებისვე ვარაუდით, შეთანხმების საკითხი შესაძლოა, ევროკავშირის ოთხშაბათის სამიტზეც განიხილონ, ვინაიდან მხოლოდ ამ ფორმატში შეიძლება ევროკავშირის თანხმობის მიღება მისი შემდგომი განხილვებისთვის.


დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი გაერთიანებულ სამეფოში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ბრექსიტს დაუჭირა მხარი.


მსგავს თემაზე:

ჯორჯ სოროსი Brexit–ის წინააღმდეგ


ბრექსიტის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდეს


ბრიტანეთის ექსპრემიერმა „ბრექსიტის“ ხელმეორე რეფერენდუმი ახსენა


ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, ოქტომბერში დასრულდეს


ტერეზა მეი ევროკავშირისგან „ბრექსიტის“ საკითხზე მოლაპარაკებებში დათმობებს მოითხოვს


ევროკავშირმა და ლონდონმა „ბრექსიტის“ საკითხში პროგრესს ვერ მიაღწიეს



სხვა სიახლეები