• Ƀ/$

ტრამპი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს გადაჭარბებულად მიიჩნევს

16 ოქტომბერი 11:08, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი CBS-თან ინტერვიუში კლიმატის ცვლილებას კიდევ ერთხელ შეეხო. გლობალური დათბობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხში „მეცნიერებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ“. 

ტრამპის ინტერვიუს წინ კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისი საბჭოს (IPCC) კვლევა უძღოდა, რომელმაც კლიმატის ცვლილებაში ადამიანის როლი კიდევ ერთხელ გამოკვეთა.


IPCC-ს კვლევაში რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის, მასში კიდევ ერთხელ გაანალიზებულია ის საფრთხეები, რაც ტემპერატურის მატებასა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წილის გაზრდას შეიძლება მოჰყვეს.


აშშ, გარემოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელია. მიუხედავად ამისა, ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ პარიზის შეთანხმება, ვალდებულებების სიმრავლის გამო, მაინც დატოვა.


ტრამპს მიაჩნდა და ახლაც მიაჩნია, რომ საფრთხეები, რომლებზეც მეცნიერები საუბრობენ, გადაჭარბებულია, რაც მან ბოლო ინტერვიუშიც დაადასტურა. 


თეთრი სახლის ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილების მიუხედავად, აშშ-ში განახლებადი ენერგიის წილი სწრაფად იზრდება. ასევე, იზრდება ელექტრომობილების გაყიდვებიც.


მსგავს თემაზე:

ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


გამჭვირვალე მზის პანელი განახლებადი ენერგიის წილს გაზრდის


SAMSUNG-ის ოფისები განახლებად ენერგიაზე გადადის


ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 37%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები