• Ƀ/$

შვედეთი 2019 წლის ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში ჩაერთვება

16 ოქტომბერი 13:50, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

თავდაცვის მინისტრმა შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა. ლევან იზორიამ მას საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა. 

მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა და შვედურ მხარეს საქართველოს მიმართ აღმოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება გაეთვალისწინებინა.


თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შვედეთის როლზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედი ექსპერტის ჩართულობაზეც გაამახვილა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო-განათლების კუთხით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებასა“ NATO-GEO და სწავლებაში „მტკიცე სული“ Agile Spirit ჩაერთვება.


ულრიკ ტიდესტრომი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. 


მსგავს თემაზე:

ნატოს წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ


2019 წელს ნატო-საქართველოს ორი სხვადასხვა სამხედრო სწავლება გაიმართება



სხვა სიახლეები