• Ƀ/$

ენერგოეფექტურობის შესახებ კანონს პარლამენტი წლის ბოლომდე მიიღებს

16 ოქტომბერი 16:34, 2018 წელი | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ სამუშაო ჯგუფის მონაწილეებთან ერთად, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტი განიხილა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წლის ბოლომდე უნდა გადაეგზავნოს. 

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაზე. მისი თქმით, ინდუსტრიასა თუ საყოფაცხოვრებო მეურნეობაში ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელებით წარმოქმნილი დანაზოგი საქართველოში ენერგომოხმარებას გაცილებით ეფექტურს გახდის.


კანონპროექტი ენერგოეფექტურობის შესახებ და თანმდევი ნორმატიული აქტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მომზადდა. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს განახორციელოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები.


ენერგოეფექტური ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი გაზის მოხმარებას. ენერგოეფექტური შეიძლება იყოს, ნათურა, ტელევიზორი, მაცივარი, კონდიციონერი, გათბობის ქვაბი, ასევე სამშენებლო მასალებიც. მათ ეკონომიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ეფექტიც გააჩნიათ.


მსგავს თემაზე:

ახალ შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვა 2020 წლიდან სავალდებულო ხდება


FACEBOOK 2020 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადადის


აშშ ევროკავშირს ენერგოპროექტებისთვის $1 მლრდ-ს სთავაზობს



სხვა სიახლეები