• Ƀ/$

ცათამბჯენები, რომლებიც ბურჯ-ხალიფას სიმაღლეში გაასწრებენ

20 ოქტომბერი 15:05, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს უკვე 8 წელია დუბაიში მდებარე 828 მეტრის სიმაღლის ბურჯ-ხალიფა ატარებს. შენობა 2 წელიწადში ამ სტატუსს გამოემშვიდობება. პროექტირების ეტაპზე კიდევ რამდენიმე კილომეტრზე უფრო მაღალი ცათამბჯენია.  

საუდის არაბეთში KINGDOM TOWER მშენებლობის პროცესშია. დასრულების თარიღი 2019-2020 წლები. სიმაღლე 1007 მეტრი.  გარდა იმისა რომ შენობა ყველაზე მაღალი იქნება, ის იქნება ადმიანის მიერ შექმნილი პირველი ნაგებობა რომლის სიმაღლეც 1 კილომეტრს გადააჭარბებს, მხოლოდ 7 მეტრით, მაგრამ მაინც. შენობის ღირებულება $1.4 მლრდ, თავდაპირიველად ელ-რაიდში 1 მილის (1609 მეტრი) სიმაღლეს სურდათ, თუმცა წინასწარგანსაზღვრული ბიუჯეტით და დღეს არსებული ტექნოლოგიებით ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.


 


ბუენოს აირესში ასაგებ "buenos aires forum"-ზე კი აქცენტი ერთდოულად გაკეთდა როგორც სიმაღლზეზე 999 მეტრი, ასევე სილამაზეზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე. შენობისგან ჯერ მხოლოდ პროექტი არსებობს, $3.4 მლრდ კი რთული მოსაძიებელი აღმოჩნდა.


 


მომავლის ცათამბჯენებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია Tokyo sky city, 1000 მეტრიანი ნაგებობა, რომლის პროექტირება ჯერ კიდევ 1989 წელს მოხდა. კოშკის საერთო ფართი 8 მილიონი კვადრატული მეტრია, რაც ასევე რეკორდულია. შედარებისთვის ბურჯ-ხალიფას საერთო ფართი მასზე 8-ჯერ ნაკლებია.



2001 წელს ჩინეთში 300 სართულიანი ცათამბჯენის სურვილი და BIONIC TOWER-ის იდეა გაჩნდა. მისმა სიმაღლემ 1228 მეტრს უნდა მიაღწიოს. შანხაის სანაპიროსთან ხელოვნურ კუნძულზე მდგარი შენობა 100 000 ადამიანზე იქნება გათვლილი. მშენებლობის დაწყებას ტექნოლოგიების ნაკლებობაზე მეტად მისი $16 მლრდ-იანი ბიუჯეტი აფერხებს.



თუ აზიასა და ამერიკაში ნამდვილ ცათამბჯენად დღეს უკვე 500 მეტრზე მაღალი შენობა ითვლება, ევროპაში 300 მეტრზე მაღალი სულ რამდენიმე შენობაა. ბრიტანეთში ასეთი ტენდენცია არ მოსწონთ. რის გამოც მათ 1500 მეტრიანი SUPER TOWER დააპროექტეს. სადაც აქცენტი ენერგოავტონომიურობასა და გამწვანებაზე გაკეთდა.



თითქმის 4600 წლის წინ ძველ ეგვიპტეში ხეოფსის პირამიდა აღმართეს. მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევდა, რის გამოც პირველობას მთელი 38 საუკუნე ინარჩუნებდა. დღეს მისი სიმაღლე 136 მეტრია და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს ისევ იზიდავს. იაპონიაში მიცვალებულებს მავზოლეუმში არ ინახავენ, 93%-ს კრემაციას უკეთებენ, მაგრამ მაინც სურთ ბევრად უფრო დიდი 2 კილომეტრის სიმაღლის SHIMIZU MEGA CITY-ის პირამიდის აგება, სადაც 1 000 000 ადამიანი იცხოვრებს. ხეოფსის პირამიდისგან გასხვავებით ის არ იქნება ერთი, მონოლითური შენობა.



ცნობილი პროექტების გარდა რომელთა მშენებლობის დაწყების მიახლოებითი თარიღი მაინც ცნობილია, არსებობს პროექტექბი რომლებიც იდეად უფრო შეიძლება განვიხილოთ. ULTIMA TOWER. 500 სართულიანი შენობა სან ფრანცისკოსი, სიმაღლე 3218 მეტრი (2 მილი) საერთო ფარტი 140 კვადრატული კილომეტრი, უფრო მეტი ვიდრე სან-მარინოს, ნაურუს, ვანუატუსა და მონაკოს ფართობი ერთად აღებული. სავარაუდო ბიუჯეტი $150 მლრდ.



რეკორდი მაინც იაპონიას ეკუთვნის. 800 სართულიანი X seed თუ ოდესმე აშენდა სიმაღლით 4000 მეტრი იქნება. დანახარჯებმა ამჟამინდელი კურსით შესაძლოა ტრილიონ დოლარსაც გადააჭარბოს. მილიონ ადამიანზე გათვლილმა ჰიპერკონსტრუქციამ იაპონიისთვის დამახასიათებელ მიწისძვრებსა და ცუნამს უნდა გაუძლოს. ოპტიმისტური პროგნოზითაც კი მისი მშენებლობა საუკუნის ბოლომდე ვერ დასრულდება.



მსგავს თემაზე:

54-სართულიან ცათამბჯენში სასტუმრო "მერიოტი" განთავსდება


ხიდი ცათამბჯენების თავზე


XXI საუკუნის ცათამბჯენები და უჩვეულო არქიტექტურული ნაგებობები



სხვა სიახლეები