• Ƀ/$

დრონები აგროწარმოებას ზრდიან

21 ოქტომბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

დრონებს ჯერჯერობით ადამიანის ცხოვრება თვითმფრინავის, ან თუნდაც შვეულმფრენის მსგავსად არ შეუცვლიათ, მაგრამ მათი გამოყენების სფერო თანდათან ფართოვდება. 

დღეისთვის დრონების ძირითადად  ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის გამოიყენებენ, თუმცა ეს მათი ერთადერთი ფუნქცია არ არის. დრონების მეშვეობით მოკლე მანძილზე, დაბალ სიმაღლეზე მცირე ზომის ტვირთების გადატანაა შესაძლებელი. მსგავსი მომსახურების სერვისს აშშ-ის მასშტაბით იყენებს AMAZON. ბოლო პერიოდში დრონებისადმი ინტერესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტიის წარმომადგენლებსაც გაეზარდათ.


სხვადასხვა მიზეზით (მშენებლობა, გათბობა, ავეჯის ან ქაღალდის დამზადება) ყოველწლიურად 130 000 კვადრატულ კილომეტრამდე ტყე იჩეხება, რაც საქართველოს ფართობს თითქმის 2-ჯერ აღემატება. იმავე პროპორციით ვერა, მაგრამ ბევრი სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ტყის ფონდის აღდგენაზე. მთაგორიან ან სხვა,ხრივად მიუდგომელ ადგილებზე დრონის გამოყენებით 1 ხის დარგვის ღირებულება მცირდება. იგივე შეიძლება ითქვას სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაზეც.


მცირე ზომის მიწის ნაკვეთზე თვითმფრინავის გამოყენება არაეფექტიანია, ძნელად მისადგომ ადგილზე კი სრულიად შეუძლებელი. გარდა იმისა, რომ დრონს ხეებს შორის გაძრომაც შეუძლია და კლდის შვერილებსაც მარტივად უვლის გვერდს, მათი უმეტესობა ელემენტზე მუშაობს. ავარიის შემთხვევაშიც ზარალი ბევრად ნაკლებია, რადგან ის უპილოტო თვითმფრინავთან შედარებით იაფი ღირს.


დრონების გამოყენება გაიზარდა სხვავასხვა ქვეყნების არმიების და სამაშველო ქვედანაყოფების მიერაც, მაგრამ მას ნეგატიური მხარეც გააჩნია. დრონის შესაძლებლობებით ტერორისტებიც მოიხიბლნენ და რამდენიმე ტერაქტი უკვე განახორციელეს.


მსგავს თემაზე:

დრონები ეკოლოგიურ გარემოს გააუმჯობესებენ


საქართველოში პირველი დრონი დარეგისტრირდა


დრონს დღე-ღამეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია



სხვა სიახლეები