• Ƀ/$

დრეკადი ეკრანები რეალობა ხდება

21 ოქტომბერი 16:07, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ტელევიზორები ათწლეულების მანძილზე გამობურცული ეკრანით იწარმოებოდა, შემდეგ სწორით, მოგვიანებით რკალისებრი ეკრანიც გამოჩნდა, მაგრამ ეს შესაძლებლობის ზღვარი ჯერ კიდევ არაა.

მრავალი უპირატესობის მიუხედავად ელექტრონული ეკრანი ფურცელს კონკურენციას ბოლომდე ვერ უწევს. მის ნაკლოვან მხარეებად მაღალი ფასი, გამოსხივება და არადრეკადობა ითვლება. იმის მოლოდინი რომ ეკრანის ღირებულება იმავე ზომის ფურცლის ფასს გაუთანაბრდეს არარეალურია, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ფასები სისტემატურად მცირდება და დღეს 4K გაფართოების ტელევიზორი უფრო იაფია ვიდრე 10 წლის წინ ჩვეულებრივი HD გაფართოების. თანამედროვე LED და OLED ეკრანების გამოსხივება გაცილებით მცირეა ვიდრე ძველი თაობის ტელევიზორებისა და მონიტორების. KINDDLE-ის გამოსხივება კი საერთოდ ნულთან მიახლოებულია. დრეკადობის მხრივ კი ჯერ რაიმე ხელშესახები არაფერი გაკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები თუ მცირე ზომის სტარტაფები მას 10 წელზე მეტიაა აანონსებენ.


პირველ ნაბიჯებს ალბათ მაინც უფრო გრანდები გადადგემენ. LG-ის დრეკადი ტელევიზორის და SAMSUNG-ის დასაკეცი სმარტფონის სერიული წარმოება წესით 2019 წლიდან უნდა დაიწყოს.


„FLEXIBLE“ დრეკადთან ერთად მოქნილსაც ნიშნავს და მართლაც მისი მეშვეობით მოქნილობა, მოსახერხებულობა იზრდება. შესაძლებელი ხდება დიდეკრანიანი სმარტფონის ჯიბით ტარება, რომელიც ამავე დროს პლანშეტის ფუნქციასაც შეითავსებს. ასევე მარტივდება დიდეკრანიანი ტელევიზორის ტრანსპორტირებაც. გარდა ამისა უფრო მოსახერხებელი ხდება სარეკლამო განხადებებისა და ბანერების განთავსებაც.



მსგავს თემაზე:

SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MicroLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


LG დასაკეც ეკრანიან სმარტფონს გამოუშვებს


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის



სხვა სიახლეები