• Ƀ/$

თბილისის მერია 200-მდე 18-მეტრიან ელექტროავტობუსს შეიძენს

22 ოქტომბერი 15:30, 2018 წელი | ეკონომიკა

200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი თბილისში 2020 წლიდან გამოჩნდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია: 2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან ვფიქრობდი, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება დედაქალაქში შეუძლებელი და რთული იქნებოდა, თუმცა იმ კვლევის შედეგებმა, რომელსაც „სისტრა“ ატარებს, აჩვენა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18-მეტრიანი. ვფიქრობთ, რომ 2020 წლიდან, ის 550 ავტობუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით, 900 ერთეულამდე გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დღეის მდგომარეობით ქალაქს 560 ერთეული ავტობუსი ემსახურება, რეზერვის სახით მობილიზებულია 134 ერთეული. 560 ავტობუსებიდან 120 მათგანი CNG ტიპის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ახალი MAN-ის ახალი ავტობუსია, სიგრძით 12 მეტრი. 440 კი - ძველი, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა უკვე გასული აქვთ. ძველი ყვითელი ავტობუსებიდან ნაწილი - 8 და ნაწილი 10 მეტრია.


მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.


მსგავს თემაზე:

საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება


სამგორიდან ლილომდე მიწისზედა მეტროს 8 სადგური გაიხსნება



სხვა სიახლეები