• Ƀ/$

Microsoft-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის აზრით ტექნოლოგიები საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს

25 ოქტომბერი 12:37, 2018 წელი | ტექნოლოგიები

„ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ უამრავ ადამიანს გააგებინოთ და აქ ჩამოსვლა მოანდომოთ“  განაცხადა Microsoft-ის ყოფილმა  ვიცე-პრეზიდენტმა და Steller-ის პრეზიდენტმა რიჩარდ მაკანიფმა. 

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ ჩამოსვლისთანავე შევნიშნე არის ის, რომ ინტერნეტი ხელმისაწვდომია ყველგან.  რა თქმა უნდა, ეს მცირე ინოვაციაა, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან აქ ჩამოსული ტურისტები მუდმივად რჩებიან კავშირზე, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ოჯახს და ონლაინ გაუზიარონ შთაბეჭდილებები უამრავ ადამიანს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში ყოფნისას. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეილება საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებას“, - განაცხადა რიჩარდ მაკანიფმა.


„ამ ვიზიტამდე ბევრი რამ არ ვიცოდი საქართველოსა და საქართველოს ტურისტულ სექტორზე და ყველაფერს ადგილზე ვეცნობი. მე შევქმენი Stellar-ი, რომელიც საშუალებას იძლევა, საკუთარი გამოცდილება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანებს გაუზიარო. სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით შევიტყვე საქართველოზე უამრავი ლამაზი ამბავი,” - აღნიშნა Steller-ის პრეზიდენტმა. 


მსგავს თემაზე:

Microsoft-მა რუსი ჰაკერების თავდასხმა აღკვეთა


Microsoft-ის ახალი 4K+ გარჩევადობის მქონე მონობლოკი $4800 ეღირება



სხვა სიახლეები