პროდუქციის წლიური მოცულობა 200 ტონას შეადგენს. ინვესტორი საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის 2 068 914 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს.
სარწყავი ლენტი პოლიეთილენისგან იწარმოება და სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება. აღნიშნული სარწყავი სისტემა გამოყენებული წყლის რაოდენობას 60%–ით ამცირებს, ხოლო მოსავლიანობას კი 30%–ით ზრდის.
შპს „ევროდრიპს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ თბილისში, ენუქიძის ქუჩა #12-ის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 435 კვ.მ. უძრავი ქონება საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.
მსგავს თემაზე:
ბათუმში „აწარმოე საქართველოშის“ რეგიონული ცენტრი გაიხსნა
ამბროლაურში ღვინის ახალი საწარმო გაიხსნა