• Ƀ/$

კოსმოსურმა ტელესკოპმა კეპლერმა ფუნქციონირება შეწყვიტა

3 ნოემბერი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

9 წლიანი მუშაობის შემდეგ, კოსმოსურმა ტელესკოპმა კეპლერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. მას საწვავი გამოელია. კეპლერი აპრილში TESS-მა ჩაანაცვლა. 

კეპლერი 2009 წელს იმ დროს გაუშვეს, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით იყო მოსილი. მას გაუმართლა, იმ ნაწილში რომ კრიზისის დდაწყებამდე აწყობა მოესწრო და მხოლოდ გაშვების ხარჯიღა იყო დასაფარი. ტელესკოპმა გაამართლა. დღღემდე აღმოჩენილი 3800-ზე მეტი ეგზოპლანეტიდან 70% კეპლერის წილად მოდის. ვარაუდი, რომ უკიდეგანო კოსმოსში მზე ერთადერთი ვარსკვლავი არაა, რომლის გარშემოც პლანეტები მოძრაობენ პირველად 1992 წელს დადასტურდა. კეპლერმა კი დარჩენილი ეჭვებიც გაფანტა, მეტიც მისი აღმოჩენილი პლანეტებიდან ნაწილი თეორიულად სიცოცხლისთვის ვარგისია. თუმცა ჯერჯერობით სიცოცხლის უტყუარი მტკიცებულება დედამიწის გარდა ჯერ არსადაა ნაპოვნი.


საწვავის ნაკლებობის გამო კეპლერი რამდენჯერმე ძილის რეჯიმზე გადაიყვანეს, მაგრამ საბოლოოდ კონტაქტი მაინც დაიკარგა, რაც მოსალოდნელიც იყო.


კეპლერის ჩამნაცვლებელი TESS 2018 წლის 19 აპრილს (აშშ-ის დროით 18 აპრილს) Falcon 9-მ კანაველარის კონცხიდან გაიტანა, რაც თავის მხრივ ახალი სიტყვა იყო კომერციული კოსმონავტიკის ისტორიაში. მან უკვე შეძლო რამდენიმე ეგზოპლანეტის აღმოჩენა.



თავად კეპლერმა, გარდა იმისა რომ დღეის მდგომარეობით ყველაზე მეტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა ისიც დაადასტურა, რომ მზის სისტემაში პლანეტების რაოდენობა ვარსკვლავების რაოდენობას აღემატება. თავად ვარსკვლავების რაოდენობა კი 150 მილიარდს აჭარბებს.


მსგავს თემაზე:

კოსმოსურმა სადგურმა ასტრონავტ სკოტ კელის გენეტიკა შეუცვალა


კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი 1 თვით "გამორთეს"


კოსმოსური ტურების ფასი $200 000-$300 000 იქნება


ახალმა კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა



სხვა სიახლეები