• Ƀ/$

დონალდ ტრამპმა ჩინეთთან ვაჭრობის შესაძლო მონახაზის შექმნა მოითხოვა

5 ნოემბერი 10:26, 2018 წელი | ანალიტიკა

შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დიდი ოცეულის სამიტზე სურს, მიაღწიოს შეთანხმებას ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, რომელიც არგენტინაში 30 ნოემბერს გაიმართება.

ტრამპმა თავის ადმინისტრაციას პოტენციური სავაჭრო პირობების მონახაზის შექმნა დაავალა. კერძოდ, საუბარია შეთანხმებაზე, რომელმაც უნდა შეაჩეროს პეკინთან არსებული სავაჭრო კონფლიქტი. პროცესში მრავალი კომპეტენტური სააგენტოა ჩართული. დავალების მიღების შემდეგ, ქვეყნების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კონფიცენციალური წყაროების ინფორმაციით, ორივე მხარეს აქვს კონსტრუქციული გეგმები ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობის შესახებ. 


ჩინური მედიის მტკიცებით კი, აშშ-ის პირველი პირი სამი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის ხშირი და უშუალო კომუნიკაციის მომხრეა.


გასულ კვირას, თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკის დარგში, ლარი კადლოუმ, Bloomberg-თან ინტერვიუში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ადმინისტრაცია დიდი ოცეულისთვის განსაკუთრებულად არ ემზადება.


„ჩვენ, როგორც ყოველთვის, რუტინულად მიმოვიხილავთ მიმდინარე პროცესებს. სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში არც დიდი ნაბიჯების გადადგმას და არც სამიტის დასრულებას შეთანხმების ფონზე არ ვგეგმავთ“, – განაცხადა კადლოუმ.


ამ განცხადებას მოჰყვა ბრალდება ამერიკის მხრიდან, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიამ სცადა მიკროსქემების მწარმოებელი „Micron Technology Inc“ სავაჭრო საიდუმლოს მითვისება.


თუმცა, ტრამპი, როგორც აქტიური საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ისე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ოპტიმისტურ განაცხადს აკეთებს და ძინპინის დადებით რეაქციას აფასებს: „განხილვები დადებით კონტექსტში მიმდინარეობს. მას სურს, რომ ეს გააკეთოს, მათ ყველას სურთ“.


აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პირველი პირების კონსტრუქციულმა მოლაპარაკებებმა ჰონკონგსა და ჩინეთში აქციების წილი გაზარდა. მაგალითად, „Hang Seng“-ის ინდექსი 4,2%-ით გაიზარდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილი ამ სავაჭრო ძვრებს მხოლოდ და მხოლოდ შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისთვის წამოწყებულ თამაშად მიიჩნევს.


ვაშინგტონმა ჩინეთიდან იმპორტირებული $200 მლრდ-ის ღირებულების პროდუქციის დაბეგვრის შესახებ გადაწყვეტილება ივლისში მიიღო.


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრებოდა, რომ $500 მლრდ-ის ჩინურ იმპორტს დაბეგრავდა. მანამდე აშშ-მა და ჩინეთმა ერთმანეთის პროდუქციაზე საიმპორტო გადასახადი 25%-მდე ასწიეს. 


მსგავს თემაზე:

ევროსაბჭო აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდებს, არ დაიწყონ სავაჭრო ომი


სავაჭრო ომის არეალი შემცირდა. აშშ, კანადა და მექსიკა შეთანხმდნენ



სხვა სიახლეები