• Ƀ/$

დოლარის ღირებულება 2.75-ს მიუახლოვდა

6 ნოემბერი 11:27 | ფინანსები

ლარის გაუფასურება გრძელდება. 5 ნოემბერს ოფიციალური კურსი 1.32 თეთრით შეიცვალა და დოლარის ღირებულებამ 2.7383 შეადგინა. 6 ნოემბერს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 2.75-ს მიუახლოვდა. 

იანვართან შედარებით კურსი - 15 თეთრით, ხოლო აპრილთან შედარებით 35 თეთრითაა გაუფასურებული. დოლარისგან განსხვავებით, კურსის ცვლილება უმნიშვნელო იყო ევროსთან მიმართებაში. თუ პირველ იანვარს 1 ევრო 3.1044 ღირდა, 6 ნოემბერს მისმა ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1162 შეადგინა. ამის მიზეზი კი დოლარის გამყარებაა. წლის დასაწყისიდან დღემდე დოლარის ღირებულება 83.3-დან 87.6 ევროცენტამდე გაიზარდა.



2,7846 - კურსის ოფიციალური მაქსიმუმი 2016 წლის 22 დეკემბერს დაფიქსირდა.


სხვა სიახლეები