• Ƀ/$

უცხოელები საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების ნაცვლად 5 წლიანი ვადით ისარგებლებენ

6 ნოემბერი 13:49 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არარეზიდენტებისთვის მუდმივი ბინადრობის უფლება 5-წლიანი ვადით ჩანაცვლდება.

 

ამის შესახებ კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამშაბათს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


"დღეის მდგომარეობით 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 5 წლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში", - განაცხადა კალაძემ.


გარდა ამისა, კალაძის თქმით, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი.


მსგავს თემაზე:

ბინადრობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის



სხვა სიახლეები