• Ƀ/$

ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი

6 ნოემბერი 13:53 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უცხოელთათვის საქართველოში ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი.

ამის შესახებ კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამშაბათს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


“დიდ ძალისხმევას მივმართავთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოიხსენიება. ყველაფერ ამას ჩვენი ბიუჯეტი, საქართველოს სტუმართმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ და ამას გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა ჭირდება. უცხოელებს, ვისაც ყველა ამ სიკეთით სარგებლობა უნდათ და გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის სურვილი, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ. სწორედ ამიტომ, თქვენ იცით, პარლამენტი დღეს უკვე მეორე მოსმენით განიხილავს პარტია ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მკაცრად არეგულირებს უცხოელთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხს. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთი და იმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი”, - განაცხადა კალაძემ.


სხვა სიახლეები