• Ƀ/$

ნავთობმა ვარდნა დააჩქარა

6 ნოემბერი 20:58 | ეკონომიკა

Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე სამშაბათს, 6 ნოემბრის საღამოს 1,8%–ით დავარდა ბარელზე $71,86 შეადგინა.

ბოლოს ამ მარკის ნავთობის ფასი $72–ზე დაბალი 20 აგვისტოს იყო.


მანამდე, სამშაბათს დილით, აზიურ ვაჭრობებზე ეტალონური მარკების ნავთობის ფასი იკლებდა. „შავი ოქროს“ ფასზე გავლენა, მიმომხილველების აზრით, აშშ–ის მიერ ანტიირანული სანქციებიდან 8 ქვეყნის გათავისუფლებამ მოახდინა.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, დეკემბერში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 6 ნოემბრის დილით 0,24%–ით შემცირდა და ბარელზე $62,95 ფიქსირდებოდა.


სხვა სიახლეები