• Ƀ/$

Pimax-მა 8K გარჩევადობის ვირტუალური რეალობის სათვალე წარადგინა

10 ნოემბერი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ვირტუალური რეალობის სათვალის ზომა ჯერჯერობით ჩვეულებრივი სათვალის ზომამდე ვერ შემცირდა, თუმცა Pimax-მა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში 8K გარჩევადობის სათვალის წარდგინებით მაინც შეძლო ბაზარზე გარკვეული სიახლის შეტანა. 

Pimax ჩინური კომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა, სათაო ოფისით შანხაიში. მისი ახალი ვირტუალური სათვალის ღირებულება $800-ს შეადგენს. სათვალის ხედვის კუთხე 200 გრადუსს აღწევს. გამოსახულების ხარისხი მისი გარჩევადობის შესაბამისად უმაღლესი 4-ჯერ უფრო მკვეთრი და დეტალიზებული ვიდრე 4K-ში, რომელიც თავის მხრივ FULL HD-ის 4-ჯერ აღემატება.


ვირტუალური რეალობის პირველადი მოწყობილობები ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოჩნდა. მისი სრული შესაძლებლობების უმეტესობა ჯერ კიდევ აუთვისებელია. ჯერ კიდევ დიდი ზომის აპარატს შესაბამისი ვიდეოების ნაკლებობაც ემატება. მაშინ როცა მისი მეშვეობით ვირტუალურად ევერესტზე ასვლაც შეიძლება, მარიანის ღრმულში ჩასვლაც, კოსმოსში მოგზაურობაც და მიკროსამყაროს მონახულებაც. მისი გამოყენება შესაძლებელია სკოლებში, ლაბორატორიებში, გასართობ ცენტრებში, ტურისტულ კომპანიებში...


Google glasses-ისა და 3D ფილმების მსგავსად ვირტუალურმა რეალობამ ჯერჯერობით ის პოპოლარობა ვერ მოიპოვა, რომელსაც მოელოდნენ, თუმცა მომავალი წინაა. მასში ყველაზე დიდ ინვესტიციებს Oculus ახორციელებს, რომელიც Facebook-მა 2 მილიარდ დოლარად შეისყიდა. მეორე ცნობილი კომპანიაა HTC.  


მსგავს თემაზე:

Amazon-მა ვირტუალური და დამატებითი რეალობის სარკეები დააპატენტა


ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობა ვირტუალური რეალობითაც გახდება შესაძლებელი


ვირტუალური რეალობის მეშვეობით მუმიების დათვალიერება გახდება შესაძლებელი


88 ინჩიანი 8K გარჩევადობის მქონე OLED ტელევიზორი LG-სგან


SONY-ს ახალი ტელევიზორი სპეციალურად NETFLIX-ის ფილმებისთვის


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა



სხვა სიახლეები