• Ƀ/$

ნავთობი კვლავ ვარდნაშია

7 ნოემბერი 11:35 | ეკონომიკა

აშშ–ში ნავთობის სავაჭრო მარაგების ზრდის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის ფონზე, მსოფლიო ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასი კვლავ მინუსში წავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI ზედიზედ მერვე სესიაა, რაც იაფდება, რაც კლების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია 2014 წლის შემდეგ. ბაზრის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ნედლეულის დეფიციტი არ შეიქმნება აშშ–ში ნავთობმოპოვების ზრდისა და ანტიირანული სანცქიებისგან რიგი ქვეყნების გათავისუფლების ფონზე.


Brent–ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,18%–ით შემცირდა და ბარელი $72 ღირს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, დეკემბერში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,51%–ით შემცირდა და ბარელზე $61,89 ფიქსირდება.


სხვა სიახლეები