• Ƀ/$

მამუკა ბახტაძემ და EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა შეხვედრაზე სტრატეგიული პროექტები განიხილეს

7 ნოემბერი 14:58 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრატეგიულ პროექტებზე სასაუბროდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, მატეო პატრონეს შეხვდა. 

საუბრისას განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი, ისაუბრეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში მთავრობის ჩართულობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის; სამომავლოდ ის გეოპოლიტიკური კუთხით კონტინენტურ მნიშვნელობას შეიძენს.


შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნების საკითხს და მის მნიშვნელობას ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.


მსგავს თემაზე:

EBRD-მა შესაძლოა საქართველოში ინვესტირების მოცულობა გაზარდოს


ნარჩენების მართვაში თბილისს EBRD დაეხმარება



სხვა სიახლეები